მესხი რობერტ
გაზიარება

ქალი 

ქალს გაფურჩქნილი ყვავილივით უჭირავს ქოლგა,
მივდევ და გავცდი:
ცარიელ კაფეს,
ჩემს სამსახურს,
სამორინესაც...
ისწორებს კაბას...
უსაშველოდ უხდება თეთრი, _
მე კი _ გალუმპულს _ ეს აღმართი მგონია შხარა...
და მიდის ქალი, _
გზას ფარავს და...
მწვერვალსაც ფარავს.

??????