ამაშუკელი რევაზ
გაზიარება

ირაკლი აბაშიძეს 

დღეს ისე დათბა, ვეღარ გავძელით
და სამადლოსკენ ვიქციეთ პირი,
სად ბეთანიის თეთრი სანთელი
ასკილის ტყეში ბავშვივით ტირის.
გატყდა პური და გაივსო ჭიქა,
დაიძრა სიტყვა სასიყვარულო,
ეს სადღეგრძელო რამდენჯერ მითქვამს,
შენზე მაფიქრალს, სულო, მამულო!
რამ ათქმევინა,
ვით ათქმევინა?
_ რამ და მამულმა.
საქმემ საერომ:
`დედაო ენავ, დედაო ენავ~,
ჩვენო სისხლო და
ჩვენო ჰაერო!
როგორ ხმაურობს,
მე უკვე მესმის,
აპრილი გზებზე, თეთრად მმოსავი,
და ამ მთებისთვის სათქმელი ლექსი
ცისკენ მიფრინავს მიმინოსავით.

??????