ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

მე კეთილი ვარ, სვეა  


სვეა, მეგობარო ჩემო!
გაკვირდები და უჩვეულოდ გაკვირვებული ჩანხარ, ჩანს,
ანდა მე მეჩვენები. მე, გვარიანად შებერტყილ ბებერს,
რომელსაც სრულად ჩამოსცვივდა ყველა ღირსება ,
რაც კი რამ, ღმერთმა დააბერტყა გაჩენის დღიდან უკვდასაყოფად.
შემორჩა მხოლოდ: ოთხი კბილი, ოთხივე სიბრძნის და
ყოფანატირებ  უკვდავების გრძელი ფოჩები.
მისმინე სვეა!
მაბრაზებენ შენი თვალები, როცა ამრიგად ფართოვდებიან
(გასასვლელის ძიებაში, ლამის, ცხრა თვეს რომ ატარებენ ჩემსას).
დღეს შენ მიდიხარ. 
დგები, იფერთხავ მუხლებიდან მეწამულ ქარებს.
აცადე! აცადე წვიმებს...ესენი, ზოგჯერ ,თავისთვისაც იკარგებიან.
შეხედე სვეა, დაიხსომე წვიმებსმოყოლილი,
ჰა(ი)ერში მოლივლივე თევზების ჯიში.
გასწავლი როგორ:პირქვე ვკიდებთ ქოლგებს ან ქოლგას (როგორც მჭირდება).
შენ მოგიხდება პეპლისსაჭერი.
გაკვირვებ ისევ, როცა ფეხებით, ყირამალა მორბენალს მხედავ?!
ახლა, მეც მიკვირს რამ დაგავიწყდა ეგ შუშის თვალი.
მოდი, მოვწიოთ...თუმცა შენ - არა!
ჩემზე ნუ დარდობ, ჟან ნიკო ხომ  პაპაჩემის ძმისშვილი იყო.
მიდიხარ სვეა?
დაიხსომე: მწვანე ფერი აღარ არსებობს

??????