Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

ციკლიდან: ”ჰ-არქივი” 

შევეშვათ კამათს.
უხდებათო ფანჯრებს სინათლე,
რახან თქვეს ასე, ასეა ალბათ.
გვაწვალებს ფიქრი ღამესა და ღია ფანჯრებზე,
მთლად ღიაც არა... აი, ისეთზე, 
დამპალ ჩარჩოებს რომ უსხლტებათ ხელიდან მინა.
ფაქტი ფაქტია. როგორც წესი, ცილს სწამებენ
ბავშვებსა და სამხრეთულ ქარებს.
ჩვენ კი ვუზივართ ამ ძველ კარს ზღურბლზე
უთქმელი შიშით,  ერთმანეთი არ მიგვეხუროს.
თუმცა ვინ იცის?!
იქნება სჯობდეს ავდგე, გაგასწრო,
ორი ნაბიჯის ნაცვლად ერთხელ გადავალაჯო.
კარგა ხანია შემოერღვათ ჩვენს ნაბიჯებს
სიმწყობრე და ძველი სინქრონი:
თითო მეტრი - ნაფეხურიდან  ნაფეხურამდე.
ეხლა რა რჩება?!
ყრუ ბგერები: ”მე რომ...ან შენ რომ...” და ფრაზები,
დღეიდან სრულად უაზროდ ჟღერენ ,
რადგანაც ასე უპირობოდ რჩება წარსულს
პირობითი წინადადება.

??????