ისუნთქე, კადმონ!
რომელ ხელში ხარ კადმონ?
ჰა, ჩაიტიე ერთი ყლუპი სუნთქვა ცალ ფილტვში,
ისუნთქე კადმონ.
ჩემკენ თუ შენკენ?
იხილე და ნუ დაიხსომებ
(ზემოთა ხედით სხვაგვრად ჩანს
მსხვერპლშეწირვის ცერემონია).
აჰა, შეჭამე!
დაბერდი და აღარ გამოგდის ძველებურად ის ჰანაბერა.
ყველა გიყურებს,
გხედავენ.
(დაისველე თვალები ნერწყვით).
მალე შემოარღვევ (ალბათ) სინქრონს ყველა უძრავ ათვლის წერტილთნ.
იმოძრავე .
დახარე ვექტორი ეკვატორისკენ,
დახარე და მაგრამ მოჭიმე.
ისევ მოგიწევთ ამინდების დარგვა: შენ, წელკავგამდგარს და
შარვალჩამძვრალ დედამიწას იქ,
შემოდგომის ორანჟერეაში
(მაგრად მოჭიმე ეკვატორი ბებერო კადმონ).
გადმოაბრუნე აბრა (ისუნთქე):
ღიაა!