ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

ელეონორას 

მალავ შენ ფეხებს.
ფეხებსშუა _ სქესს ,
თან წევხარ ჩემთან.
მე ვხედავ, როგორ ხარბად ისიზმრებ ყოველღამით
ხელმარჯვე დურგლებს .
როგორ გამალებით ასალაშინებენ 
ისედაც თხელ კიდურებს,
რომ გაღვიძებულმა წუნი ვერ დადო მათ ღამეულ_
კოშმარულ გარჯას.
შეგპირდი და შევასრულებ დანაპირებს,
ზაფხულს დაგირგავ ფეხებთან  
და მოვუვლი რომ არ გაგვიხმეს.
ჩვენ გადავღებავთ შავ სამშაბათს მარჯნისფრად, ელ :
მე ვარ ფრანკლინი.

??????