ჩხეტიანი ნათია
გაზიარება

ფსკერზე 

გავდივარ ქუჩაში და ვყვირი :
შეაჩერეთ უსუნო პეპლების რემა,
რომლებიც დილით ჩამოჰყვნენ წვიმებს სამხრეთიდან.
მე ვიჭერ მათ ზღვისსუნიანი ბადით და 
ვამწყვდევ წყლით სავსე აკვარიუმში სადაც,
ფარფლებიან თევზებს უყვებიან, თუ
როგორ მიატოვეს ყვავილებმა მოქცევისას ისინი,
რომ გაჰყოლოდნენ ალბატროსებს ჩრდილოეთით
და როგორ იხოცებიან სავსემთვარობისას
ოკეანეში კრესისერით გასულები ძლიერი შტორმით. 

??????