გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

სულო 

სულო! რა უღმერთოდ შეივარდე,
ლამის ვარსკვლავებს შემაწვდინო,
ახლა რომ ვინმე შემიყვარდეს...
ახლა რომ ვინმემ შემაცდინოს...
დრომ ბევრი ქუხილი დამახალა,
დრო მაინც ბრუნავს და კამათელობს,
ახლა რომ ვინმემ გამახელოს...
ახლა რომ ვინმემ გამადელოს...
კი ვიცი, სად უნდა დავაიჯო,
თუმცა წარსული ქარაოცობს,
ახლა რომ ვინმემ გამაგიჟოს,
ახლა რომ ვინმემ გამაოცოს.
სულო! ტყუილად შეივარდე,
ამაოდ, ვარსკვლავებს შემაწვდინო,
მტრისას! _
ვინმე რომ შემიყვარდეს,
მტრისას! _
ვინმემ რომ შემაცდინოს.

??????