Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სტურუა ლია
გაზიარება

კლასიკა 

იყო დრო, როცა ღიმილით
ვიღაცის გათბობა შემეძლო,
მზის ლიმიტი ამოვწურე,
სულ `გარეთ გასვლა მეზარებაში~ ვცხოვრობ,
დღის 5 საათზე დაღამებაში.
ღიმილი კუნთების მოძრაობად მექცა,
შიდაგანათება დედაჩემს გავატანე
საფლავში, მუსიკა _ ბებიაჩემს,
გადმოქართულებული რეპი მომესაჯა,
სლენგით გაზრდილი ბავშვების
მდინარეში შეყვანა
და რუსთაველით მონათვლა.
ხან გამომდის, ხან _ არა,
პედაგოგის ნიჭი მაკლია,
მაწვნის დედობის, ვის შვილებსაც
ქათქათი გაუდით, ქრესტომათიის შრატიდან
კლასიკა ამოაქვთ და კრიალებენ ერთად...
აი, ვინ ხედავს,
რუსთაველის მიმბაძველ საუკუნეებს
გურამიშვილმა როგორ გადაუარა
თავისი რვამარცვლიანი სიჯანსაღით,
მუხამბაზებში ჩამდნარ პოეტებს
ძალიანაც რომ გატკბილებოდათ სიცოცხლე,
ეგნატე ნინოშვილს გააძღობდნენ
ოქროს წყალში გავლებული ფარშავანგებით?
ეს ნეგატივები დედის რძეშივე დევს,
უნდა გავამჟღავნოთ,
კლასიკასთან ხელჩაკიდებული ფოტოები
გამოვანათოთ ბნელი ოთახიდან,
მზის ლიმიტი გავიგრძელოთ...

??????