შავლაძე თემურ
გაზიარება

და მიაქვს ქართლი შენზე ოცნებას 

მე ჩემს ნაღველთან დავრჩები მარტოდ.
შენ _ შენს ტკივილთან მარტო დარჩები.
რომ არ აივსოს ქალაქი ჭორით,
გარემოების ჩარჩი ლაჩრებით...
მაგრამ შენი ხმა, სხვა ხმაზე ურჩი,
როგორ მოიწევს, მხრებზე მეხვევა,
ლურჯ-იისფერში ლღვება ცისფერი,
გადაწინწკლული სულზე შხეფებად...
მე შენ მჭირდები, მაგრამ დუმილი
ვერ ბედავს ძახილს, ვრჩები გვემული
და მიაქვს ქართლი შენზე ოცნებას
ყაყაჩოებით აალებული...

??????