ლობჟანიძე გიორგი
გაზიარება

შემინდოს ღმერთმა 

იწექი _ ვნებით ღამისმთეველი,
ამოსროლილი შლეგი ჩქეფიდან _
და იმ აღქმული სასუფეველის
მთელი სიკეთე მკერდზე გეფინა.
ვნების ღვართქაფი გვდიოდა ტანზე,
წმინდა ზეთივით შუბლს რომ იცხება
და ყველა ცოდვის შენდობას გავდა
იმღამინდელი თავდავიწყება.
კვირტთა სკდომის ხმას გაეპასუხე
მაგ ძუძუების წყვილი კერტითა,
შემინდოს ღმერთმა,
ჯოჯოხეთიც კი
ლამაზი ჩანდა შენი მკერდიდან.

??????