მარადელი მათე
გაზიარება

არჩვების არვე 

არჩვების არვე, არჩვების არვე,
შეხედე, ნახე და გაიქარვე
დარდი _ ქალაქის ნამდვილი ყოფა...
აქ მთაში სივრცე ყველას გვეყოფა.
სნებები წარვლენ, ვნებები წარვლენ,
წამო, მივუსწროთ მწყემსების კარვებს.
არ გინახია? შენზე ახია...
მწყემსის სიმღერა, გული კარღია
არ გავს იმ ღიმილს, ჩვენ რომ იქ ვიცით,
მოვალეობით და ყალბი ფიცით...
მზე გადახრილა... ნახე, სხვა მხრიდან
ნისლმა დღე მწვერვალს გადაახია.
მომენდე მართლა, არჩვების დათვლა,
პირველი სროლა... აცდენა... გათვლა
და ავსულისთვის გადაბრალება,
ცეცხლს მოგიკიდებს, დაგწვავს ალებად...
ქალაქის ნაცვლად ჭიუხზე გასვლა
გახდება შენთვის მეორე ნათვლა.
არ არის გვიან, გავუყვეთ ქვიანს,
ნადირნი ჩლიქით ქარაფებს თლიან,
კლდეზე ვიაროთ ჩვენ ალალბედზე,
წამო, ჭუთხაროს ნაცრისფერ ქედზე
არჩვები ქრიან, არჩვები ქრიან.

??????