არდოტელი მურღვა
გაზიარება

გაგახსენდები 

გაგახსენდები, როცა ქარები
სარკმლებს და კარებს გლოვით
დაღლიან.
როს შესტირებენ ცას ტირიფები
და ცივ ქვაფენილს შუბლებს ახლიან.
დაგესიზმრები: ღამე იანვრის,
როცა დაბარდნის ფანტელთა ბორანს,
როცა კენტობით გულგაყინული
მთვარე _ ვეშაპის ცრემლი დაგორავს...
დაგავიწყდები: როცა სიბერე
მოვა... ყავარჯნით ჩაჰყვები ქუჩებს.
დაუწყებ ძახილს გაფრენილ დღეებს,
მაგრამ იმ დღეებს ვინ მოგიქუჩებს.

??????