შილეაჰ
“დგლუმპ! _ ნაბიჯი პირველი” _
თქვა თეთრთმიანმა მოხუცმა კაცმა,
რომელსაც ეცვა თაფლისფერი ქსოვილი ტანზე
და ფეხები კი შიშველი ჰქონდა..
ისტერიულად აიქნია ხელები ცისკენ,
როგორც ტოტები კვიპაროსის, შხამიან ქარში
და ჩვენ, ზღვის პირას მიყუჟულებს, გზააბნეულებს
წყლისკენ მიგვიხმო, (რომლის მიღმაც არ ჩანდა მიწა),
თვითონ კი ჩუმად, მზის სხივებში გაუჩინარდა..
და სივრცე იყო.. იყო სივრცე ისეთი, როგორც
გახსოვს და გიყვარს და ისეთი, რომ ემალები,
თითქოს ვერასდროს შეწვდები და სიცოცხლის მომგონს
მზეს დაუჩრდილავს შენი ტანი და დალალები
და სივრცე, უფრო მეტად შენკენ, ვიდრე ჰაერში
და ქანაობდა თითქოს წყალი მზისფერ ჰამაკით,
მერე შეშინდი წყლის ყურებით და გადაეშვი
ტალღებში. მერე იყო ღამე.. ღამე.. ღამე კი
თავისთვის იწვა დადუმებულ, მაძღარ სილაზე
და თავს ირთობდა სავსე მთვარის სიფაქიზეთი,
მე საკუთარი დროის კარი გადავირაზე
და გავკიოდი: “სივრცე.. სივრცე.. სივრცე ისეთი”..
“შხლაფ! – ნაბიჯი მეორე” _
თქვა ბედუინმა და მიწისკენ დახარა ტანი,
რომელზეც უდაბნოსფერი ბალდახინი ეცვა
და ფეხები კი შიშველი ჰქონდა..
ყველაზე შემაღლებულ გორაკთან შეჩერდა
და მიწაზე გაწვა, როგორც გველი ევას თეთრ კანზე,
მერე აიღო მუჭით სილა, ცისკენ აღმართა
და აალებული ჰორიზონტისკენ მიმოაბნია
და მე, მის ზურგსუკან მუხლზე ჩაჩოქილს
ხელით მანიშნა, მივყოლოდი, სადღაც უწყლო
და თითქმის უსულო არემარეში, სადაც ის თვითონ,
ჩემს მისვლამდე ქვიშად იცვალა..
და სივრცე იყო.. იყო სივრცე ისეთი, როგორც
ჩემიდან შენკენ არ ყოფილა და არც არასდროს
მომნატრებია, მყვარებია და რომლის მომგონს
შეუძლია, რომ სიცოცხლეც კი გადაავადოს
და ზუსტად ასე და ამიტომ მე ტერფებს ვწვავდი,
სანამ ჰაერი არ დაეტყო მზისფერ ნაკვალევს
და სანამ შენი მოგონება არ გამიმწვავდა
და სანამ ცა არ დაემსგავსა გამდნარ აკვარელს
და სივრცე.. სივრცე არასოდეს რომ არ მენახა,
ახლა იმდენად ბევრი იყო, რომ მისი დაცლა
აღარ შეეძლოთ მინდვრებს, ტყეებს, მწვანე ვენახებს
და მე ვკიოდი: “წყალი.. წყალი.. ჰაერის ნაცვლად”..
“შილეაჰ! – ნაბიჯი მესამე” _
ვთქვი მე და მორჩა.