სულაბერიძე ია
გაზიარება

მეგობარს 

ხან სევდით, ხანაც ბავშურ ტიტინით
მოვდივარ შენთან ლაღიც, მწუხარიც,
რომ ხელთათმანის ხუთი თითივით
ამოვიბრუნო სული უღრანი.
ამოვიბრუნო და მოვიბრუნო
სული, შავ-თეთრი, ვით ძველი ფოტო,
შენ დაგებედა, ჩემზე იზრუნო,
ჩემი ცხოვრება იმედით მორთო.
არ დაგველევა ფიქრები ვრცელი,
როგორც იღბლიან მათხოვარს _ ხურდა,
რას იზამ, ვღვაროთ, სანამ გვაქვს, ცრემლი,
სანამ ტყვია გვაქვს, ვიომოთ უნდა!..

??????