მარღია ელგუჯა
გაზიარება

ბავშვობის მდინარის _ ენგურის მონატრება 

ვერ ბრუნდებიან სათავისკენ ორაგულები
ქვირითობისას... მერე მშვიდად ვეღარ კვდებიან;
როგორც პატიმარს წართმეული თავისუფლება,
ძველი სილაღე და სიურჩე მოგნატრებია.
მახსოვხარ ოდით მქუხარე და დაუდეგარი,
თევზით მდიდარი, აყვავებულ ჭალით ზვიადი...
დაპატარავდი ისე, როგორც შენი ქვეყანა,
დაპატარავდი, მეგობარო და დაჩიავდი...
შენი ხმა უკვე აღარ მესმის, დიდი ხანია,
შენი შრიალი და გაბმული შორი ძახილი...
და დაღონებულს, ზღვისკენ შვებით მიგიხარია,
ზღვამ ჩაგიხუტოს მდუმარე და პატივაყრილი.
ზღვა არის შენი სამუდამო, მყუდრო სავანე,
შეგისრუტავს და სილურჯეში აითქვიფები...
ტანზე მზის სხივთა დაგეყრება იასამანი,
ხსოვნის რექვიემს გიმღერებენ თეთრი ნიმფები...

??????