ჭილაძე თამაზ
გაზიარება

ლოცვა 

ცეცხლის წვიმა წამოსულა,
ღვთისმშობელო მარიამ,
და ეს წვიმაც, იქნებ სულაც,
ისევ ჩვენი ბრალია.
მეწყერს სული გაუპია
და, კაციან-ქალიან,
არავის არ გაუგია,
ღვთისმშობელო მარიამ.
ღვთისმშობელო, შენ ხარ ჩვენი
იმედიც და ნუგეშიც,
მოგვეც ღამის გასათევი
შენს მადლიან უბეში.
შენი წყნარი ხმა გვაღირსე
და ზღაპრით თუ იგავით
ისეთები გაგვაღვიძე,
დიდგორთან რომ ვიყავით.

??????