გრანელი ტერენტი
გაზიარება

ირას 

შენთან მინდა და ნაპრალთან ვდგევარ,
საშინელი სიმარტოვე ვიგრძენ.
რვა სექტემბრის ქარიანი დღეა,
წინ იშლება უიმედო სივრცე.
ისევ გელი და გიგონებ ხშირად,
მოგონება _ ჩემთვის მძიმე ლოდი.
შემოდგომა ახლოვდება, ირა,
შემოდგომა სიზმარივით მოდის.
შენკენ მოჰქრის ეს ოცნება წმინდა,
უფსკრულია და მე რაღაც მშველის.
შენთან ერთად მე სიცოცხლე მინდა,
შენთან ერთად შემოდგომას ველი.

??????