თავხელიძე ვანო
გაზიარება

უშენოდ 

                (ე-ს)
მოტივი მტრედივით მოფრინდება,
მიაღწევს მიზანს დასახულს,
მერე ხეტიალი მომინდება,
შენი სიყვარულით გათანგულს.
მივდივარ, მივყვები ქუჩებს და
მტკივა მარტოობის ტკივილი,
სევდის მოვუსვამ ფუნჯებს და
ბაგეზე მაკვდება ღიმილი.
არ ვიცი, საით წავიდე,
ან თავს რაითღა ვუშველო,
შენ რომ მტრედივით გაფრინდე
და მე რომ დავრჩე უშენოდ?!

??????