ლაფაჩიშვილი დათო
გაზიარება

თვალხატულა 

მომიტაცე, დამატყვევე, მომრთე ნაირფერებით,
სიჭაბუკე დამიბრუნდა, მოვალ, მოგეფერები.
დავდივარ და თან დამყვება ეშხი შენი თვალისა,
სიცოცხლეა, საყვარელო, თრთოლვა სავსე ტანისა.
შენი მკერდის ოქროსფერი, ანთებული ალებად...
პატარძალო, ლალისთვალო, ქარი გენანავება
სილამაზის სიმფონიავ, აკინძულო ლექსებად,
თვით ალერსო, ბაგე-ტკბილო, ქარი გეალერსება.
გიყურებდი მალვით, რიდით და უღვინოდ ვთვრებოდი,
თვალხატულავ, პირველობას თვით მზეს ეცილებოდი...
საწნახელში ჩასაყრელად ნეტავ ვინ გაგიმეტა?
იქაც იქეც ქორწილის და ჭირისუფლის იმედად!
როგორ შესძელ ყოფილიყავ მეგობარ-მეინახე,
ასე ნაზმა, საქართველო როგორ შემოინახე.
ნინოწმინდას წმინდა ხელით ვაზო, ჯვარად ქცეულო,
მადლიანო, ჯვართან ერთად, რწმენად გადაქცეულო,
გამიხსენით ეს ზედაშე, სასწაულის მპყრობელი,
დე, ისმოდეს საუკუნოდ შენი საგალობელი!...

??????