სიმაღლე
მწიფე კახეთი.
ჩაიხატა მთვარე მტევანში.
ღამისთევაში ისევ შენზე ფიქრმა გამათბო.
შარშან რომ გნახე,
დამელანდე კვლავ იმ კაბაში,
თეთრი მარმაში,
თლილი ყელი,
ლურჯი საყელო.
შენი სახელი ახლა ღრუბელს
წვიმად დასცვივა,
დამიფეთდება ამ ტაძართან
ჩემი თეთრონი,
იცი? აქ, ღმერთთან სიახლოვე
ცხადზე ცხადია,
რადგან სიმაღლე
იზომება ალავერდობით.