შენგელია ქეთევან
გაზიარება

ღვინობისთვე 

გადამსკდარია ყურძნის მარცვლები,
მზეზე, ვით ქალის მკერდზე საკინძე,
დადუღებულა `სამოთხის სითხე~,
არც კი სცალია ახლა მასპინძელს.
თარი კუთხეში აყუდებულა,
დაუფენიათ ტახტზე ჭილოფი
და ჭურის თავთან სადღეგრძელოა,
მოშუშებული ყველა ჭრილობის.

??????