ქადაგიძე ნინო
გაზიარება

იმერეთს 

მთვარე დამწიფებულა
თითქოს,
ერთი შეხედვით,
ბროწეულის ტკარცალით,
ელავდა
იმერეთი.
შიშხინებდნენ შინდები,
ტუჩებ-დაშაშხულები,
მზის სხივი იბუდებდა
ოჟალეშის უბეში.
ფაცხას, ამის შემყურეს,
ედგა ელეთ-მელეთი,
შემოდგომამ ჭყვიშთანო
დაიბანა ხელები,
და
დიოდა რიონი
წითელ-ყვითელ ფერებით...
მთვარე დამწიფებულა
თითქოს,
ერთი შეხედვით.

??????