ჰაიკუნი
ჰაიკუ _ 018
ნეკერჩხლის ფოთოლს
მონატრებია მიწა.
ბალახზე მიწვა.
ჰაიკუ _ 021
ტაძარში ენთო
სანთელი ერთადერთი.
მზე აღარ ჩანდა.
ჰაიკუ _ 022
მოვარდა ქარი,
გაიტაცა ფოთლები.
ხეები დგანან.
ჰაიკუ _ 023
დედაც დავკარგე.
ვეძებ ჭიამაიას,
რომ მაპოვნინოს.
ჰაიკუ _ 025
მოხუცი მამა,
სასხლავით ხელში, დადის
სასაფლაოზე.
ჰაიკუ _ 0273
ფიფქად ქცეული
მანანა მოდის ციდან.
არ მინდა ქუდი!
ჰაიკუ _ 029
დიდხანს ვიარე
ამ ქვეყნის სახილველად.
მზისკენ ვიდოდი.
ჰაიკუ _ 030
ჩასძინებოდა
ყველასა და ყველაფერს
სიჩუმის გარდა.