Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

იაშვილი ია
გაზიარება

ოქროსუბანი 

ისეთი თბილი მზე ანათებს და შემოდგომა,

თითქოს მშვენებამ ამ თეთრ ქვებზე კოკა შემოდგა...

ოქროსწყალივით დაეღვარა სხივი სახურავს,

მზე ოქროს ჩარდახს, ოქროს გვირგვინს თავზე ახურავს.

ხიდსგაღმა მზეში თავსამკაულს ირგებს ჩარდახი,

თვით სილამაზე მობრძანდება ოქროს ზარდახშით.

სასწაულია, მის ნახვაზე ვინ თქვას უარი,

მზეთუნახავი გეგონება, სტუმრად თუ არი.

მიწად კიაფობს მისი ჩრდილი წარსულ დიდებით,

რა აღტაცებით გადაივლი ქალაქს ხიდებით!

ფრთებგადაშლილი განივანებს თავისუფლება,

გულიც არ გქონდეს, სიყვარული დაგეუფლება.

თვალწარმტაცია, ბატონობით მისამართია,

მეფეთუბანი ოქროს ქუჩის მისამართია...

რიონი მორცხვობს, ესურვება კრძალვით იდინოს,

მირონცხებული ავთვალისგან განარიდინოს,

ნათელში ბრწყინავს, ვით სამოთხე-მეფეთუბანი...

თეთრ ხიდზე ახლა დასეირნობს თავად უფალი...

??????