Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

დოლიძე ქეთევან
გაზიარება

ნუ დამპირდები 

ნუ დამპირდები, ო, ნურაფერს ნუ დამპირდები,

თორემ ხელებს და თვალებს შუა გაგიფრინდები.

ინანებ მერე, მაგრამ უკვე გვიან იქნება,

გაგიჭირდება ჩემი გულის კუთხის მიგნება.

ნუ დამპირდები, საოცრებებს ნუ დამპირდები,

ვიცი... ზამთარი დამაბარდნის თოვლის ფთილებად.

შენს სუნთქვას ქარი გააყოლებს ზღვების დინებას

და ისიც ვიცი, ჩემნაირად გადაირევა.

ნუ დამპირდები, არარსებულს ნუ დამპირდები,

მე დავიღალე წუთისოფლის მძიმე `ფლირტებით~.

და აღარ ძალმიძს ვითამაშო არასებულად

როლი, რომელშიც ჩემი სული დამარცხებულა.

მე დავიღალე... გესმის, უკვე მე დავიღალე,

შენ კი დაეძებ სიტყვებს, როგორც ირმების ხალებს.

იმ დღესაც მტკვარზე ცივი იყო დეკემბრის ღამე

და ვარსკვლავები მდინარეში ჰყარეს და ჰყარეს.

ნუ დამპირდები, ო, ნურაფერს ნუ დამპირდები,

თორემ ხელებს და თვალებს შუა გაგიფრინდები.

??????