Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სტურუა ლია
გაზიარება

ამაოების სონეტი 

ან ვის რა ვთხოვო, რა ვეძიო, ვიქნები ჩემთვის,

ზამთარი ზაფხულს ენაცვლება, მზე _ შემოდგომას,

პირის დაბანა, ჭამა, წოლა და ფეხზე დგომა,

ფართხალი, კრთომა, და მიგიღებს მდინარე ლეთა.

ერთფეროვნება გაქვავდება ფეროვან დღეთა,

ქარვაში მწერი, დალუქული, ვერ გაინძრევი,

იყვავილებენ ყაყაჩოთი შენი მინდვრები

და სისხლის ჭავლებს აასხამენ მაღლა, ღმერთამდე...

და ახლა შენს შვილს გააგიჟებს სამყაროს სევდა,

ერთნაირობა _ წოლა, ჯდომა და ფეხზე დგომა,

ათასში ერთხელ გაბრძოლება, გრძნობათა კრთომა

და გულგრილობა დააჩქარებს სიკვდილს კვეთივით.

სახლებში მიდის ცრუ და ბასრი სიტყვების ომი,

ო, რა შორია და უვალი გზები ღმერთამდე... 

??????