Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სტურუა ლია
გაზიარება

დამარცხება 

ჩამოხვედი, სულ ორი დღის

ზღვა ჩამოიტანე თვალებით,

ვინც ყველაზე ტკბილად გელაპარაკებოდა,

გამოწუწნულ ფიჭას დაემგვანა,

კი არაფერი უჭირს,

თავისუფალი მზერებით

შეივსებს თეძოებს,

სტრიქონები დაუსივდება,

იმ ორი დღის ზღვასაც

რომ წაგართმევს,

მხოლოდ პალმა იფრიალებს დროშასავით,

როცა მანქანები გადაუვლიან, გეტკინება,

როგორც რომელიმე ღვიძლი ან თირკმელი,

რაც შეგიძლია დამალო,

ან გარემოს შეაგუო,

დავარცხნილი ტემპერამენტივით,

მაგრამ დროშა რომ გეტკინება,

უკვე დამარცხებული ხარ.

თავს ფესვიანად იგლეჯ ტანიდან,

თმის ღერებისგან იშენებ სახლს

იმპროვიზაციის ნაყარ მიწაზე,

ყველასგან დავიწყებული,

ახლაც იქ ცხოვრობ. 

??????