Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სტურუა ლია
გაზიარება

ვერშეგუება 

გულზე ცხელ სათბურს თუ დაიდებ, კიბეზე ახვალ,

დაგრეხილ ხელებს კოკა წყალსაც გამოაყოლებ,

თვალებში თეთრად იტრიალებს ლანდი საწოლის

და დაიძინებ, თითქოს, რძეში ჩაალბე სახე.

რა მაგიური სიტყვა იყო, ოდესღაც “სახლი”,

ბლოკები შაქრის და მზეები კვერცხისგულების,

დაიშლებოდა, ზოგჯერ, შუქის მოლეკულებად,

დედის ლანდივით დაჯდებოდა სიზმრის მახლობლად.

მერე დამიდგა უსახლობა, უსართულობა,

პურსა და წვიმას ვყიდულობდი გაურთულებლად,

ჯიხურებიდან მოდიოდა ტკბილი მეწყერი

და ამშვენებდა ამ ქვეყანას, ვაჭრობით გართულს,

მე კი ვიცოდი, რომ ვერასდროს ვერ შევეწყობი

გაყიდულ წვიმებს, უნუგეშოდ შელანძღულ ქართულს... 

??????