Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სტურუა ლია
გაზიარება

იდეალური  

მომბეზრდა ბროლი, ცივი თოვლი, რძის სათნოება,

უკვე ზაფხულის კანონებით მიდის თამაში,

მზესუმზირები ჩართულია მაღალ ძაბვაში

და ცის ნაკეცებს გულმოდგინედ აუთოებენ.

გათავდა ჩემი ბუნებისგან გაუცხოება,

ლივლივებს სიცხე, ვლაპარაკობ მაღალ თემებზე,

იდეალური შუქი მოაქვს პლატონს ჩემამდე

და როგორ მინდა, იმ უხსოვარ დროში ვცხოვრობდე!

ვუსმენდე ნაცნობ დიალოგებს, უკვე კლასიკას,

იყოს სიმართლე, უსასრულო და უასაკო,

მზე ყვავილს ჰგავდეს და არა სისხლს, ტვინში გაჟონილს,

იყოს ერთობა, მაგრამ, მაინც, განმარტოებით,

ჰაერის პირველ საფეხურზე იდგეს პლატონი,

იდეალისტი, ხოლო მიწას ჩვენ გვიტოვებდეს... 

??????