Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სტურუა ლია
გაზიარება

ისევ მუსიკა 

უცნაურია, როგორჰგვანან ნოტები ჩიტებს!

ხაზებზე სხედან, უყვართ სითბო და ზოგჯერ, ფრენა,

მათ შორის ქარი მეორდება, როგორც რეფრენი

და მავთულებზე გასაშრობად მუსიკას ჰკიდებს.

სისხლის წვიმიდან ამოსული, ცრემლების ზღვიდან,

თითისწვერებზე ადის, როგორც ხის კენწეროზე,

ვაშლის ყვავილებს ემგვანება, მაღალ წეროებს,

რომლებიც ჩვენთვის წვიმებსა და ბავშვებს ზიდავენ.

როგორ იკვრება მარმარილოს მსუბუქი თაღი,

სულის შებერვით, შედედებით რძის ან ნაღების?

თუ ვიოლინოს გასაღებით ზეცას უხსნიან,

რომელიც არის ერთი ლურჯი ოქტავით მაღლა,

საწყალ მიწაზე, ჟანგიანი ბანი რომ აღებს

და მშიერ ბაღებს ჩემი გულის სისხლი უსხიათ... 

??????