Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

სტურუა ლია
გაზიარება

მიტოვებული სახლი  

გამოშიგნული იდგა სახლი,

მყუდრო ქუჩიდან

ქარის ბოლოში გადატანილი...

მგელივით უნდო და საშიში,

გინებით წაბილწული კედლების გამო,

იცავდა შაქრის მოგონებას

კარტოფილის ნაფცქვენების მოძალებისგან...

ღამ-ღამობით

აბაზანის კრიალა ჭერზე

თმა ყვაოდა, ვარდისფერი და სევდიანი

და არსაიდან ამოზრდილი ორი ხელი

ამაოდ ცდილობდა მის დაბრუნებას,

დილით კი უღვთოდ ამძუვნებული

მგლის მიდგომისგან ფუძის ანგელოზთან

სარეველა ბალახი ჩნდებოდა,

ყველა ბზარსა და ნაპრალს ავსებდა

და კარტოფილზე მეტად ახშობდა

შაქრის მწყურვალე მოთხოვნილებას...

ქარის ბოლოში სიმშვიდე იყო:

ახალგაზრდა მოქნილი მგელი

ნახტომის წინ რომ გაინაბება

და ხეები ძეგლებს რომ გვანან,

ისეთი სიმშვიდე,

ხოლო ტოტებზე ჭირისუფალს თმა ყვაოდა,

ვარდისფერი და სევდიანი... 

??????