კეშელავა ბონდო
გაზიარება

აქ როგორმე არ დავაღამოთ... 

ამ ორწოხებში, ამ კლდეებში მზე დიდებული
როგორ ჩაღვრილა, დააკვირდით, როგორ ღაღანობს.
როგორ უხდება მთა ხეობას დაყუდებული,
ნუ შევჩერდებით, აქ როგორმე არ დავაღამოთ.
მშვენიერებით შემკობილი წმინდა ადგილი,
ღამის ბინდბუნდის ტყვეობაში არ მინდა, ვნახო.
როგორმე ჩქარა გავიაროთ, ა, ეს გზაწვრილი,
როგორმე ჩქარა წინდამხვდური კლდე გადავლახოთ.
შიში ნუ გიპყრობს, მეგობარო, მუხლის ღალატის,
გამაგრდი, გვმართებს არ გვაფრთხობდეს სიმკაცრე გზისა.
ორწოხებიდან შინ დავბრუნდეთ ფერთა ღაღადით,
ისე, რომ მხრებზე გვეფრქვეოდეს ნათელი მზისა.

??????