სულაბერიძე ლადო
გაზიარება

* * * "არაგვის ტალღას" 

არაგვის ტალღას წითელასავით
კალმახთა ფორაჯები გამოაყარა.
მზემ ღამის მითელ-მოთელა ზვავი,
არაგვის ნაპირებთან ოქრო დაღვარა.
სხივს გაეკიდა ტიტველა კრავი,
უფლის ზვარაკია, ღმერთმა მოჰხედოს...
მოუოხეთო, ხეობა ბღავის,
მოუო... ბატონებო, მოუოხეთო.

??????