Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გვეტაძე ვასილ
გაზიარება

თეთრი ხელთათმანები 

მოფარფატებენ ეს ფანტელები _
მათაც დაუდგა დღე დანანების...
თითქოს ნათიამ ლამაზ ხელებით
წაიძრო თეთრი ხელთათმანები.
ამ სისათუთეს და მოფერებას
მითხარი ახლა, რა მოიგერებს.
თოვს და თოვაში თრთოლვით ერევა
თეთრი ფიფქი და თეთრი სიბერე.
ასეა, ზრება ნაზი დარები,
რომ დაუბერა ქარმა თავნებად,
და მაინც თბილი და უკარები,
ბოლომდე რჩება ამპარტავნება.
შეხედე, თეთრ და ფართე ფარტენებს
ამ ქარმაც ცივი ხელი დარია.
თეთრად ცისკიდე ამოათენეს...
ძვირფასო, ესეც ხომ სიზმარია!
ეს ქარი რაღად მოიმიზეზეს,
თუ მოაქვს თოვა _ ელვა დანების...
ნათიას ლამაზ, დამზრალ თითებზე,
წააძრეს თეთრი ხელთათმანები.

??????