მამფორია ოთარ
გაზიარება

გაყიდული ძაღლი 

წლები ტანჯვის და წარღვნის
სასოწარკვეთით რეკდა,
ძაღლის ბაზარზე ძაღლი
შვილს გაუყიდა დედამ.
და ლუკმაპურის ფასად
გამოეთხოვენ ქარში,
წასვლა უჭირდა ძაღლს და
ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი.
იმ ოთხ სუსხიან ზამთარს
ომმა არ გადაიღო,
ძაღლი მობრუნდა, მაგრამ
შინ აღარავინ იყო...

??????