ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

1956 

ორმოცდაოთხი წლის შემდეგ ჩემი

სახლი ასევე მიმიღებს ლხინით

და მე, _ იმდენი წლებით ნაცემი,

სუფრაზე დავდებ ჭაღარა ღიმილს.

მომავალ აისს გავხედავთ ალბათ

და სიცივეში გავაღებთ სარკმლებს...

დიასახლისი დაიჭერს ქათამს,

მაგრამ ვეღარსად იშოვის დამკვლელს...

და შევექცევით მხოლოდღა მწვანილს

და საუკუნეს შევხვდებით დილით,

თვით აივანზე გამოსვლაც დამღლის

და შუადღეზე მომივა ძილი.

ძილის წინ ჩემთან დაჯდება ვაჟი,

თავის შეკითხვას ვერ გამაგონებს...

იგი ჩემს შემდეგ დარჩება სახლში

და საუკუნეს მას დავუტოვებ.

 

1955

??????