ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ადგილთ სახელებს 

თამთასა და სალომეს

ადგილთ სახელებს ასე ტკბილს, ქართულს,

გეგელიძეებს ჩემსას რომ შვენის,

უცქერ თუ უსმენ, გგონია ამ დროს

კითხულობ გაშლილ წიგნს `დედაენის~.

ბერთვენახს, საყდარს, ნაბაკევს, გვანცას,

ნამინდვრევს, ჭერულს, ჭანჭახს და გობას,

ამ მთა-გორების სახელებს, რაც გვაქვს,

ჩემი ცხოვრების ამბავი მოაქვს.

ვინ ჭუჭკა წყარო სათიბეს, ლიეს,

მარანთს, წილობანს ვინ თესავს იებს?

ან სოკო-ჭადობს, წეროსწვივს, მარქვალს

ეს სახელები ნეტა ვინ არქვა?

გორა და ხევა?.. მადლი მას, ძველად

ვინც ისტორია ამ მთებზე წერა.

 

1989

??????