ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ანთიმოზ ივერიელი 

_ დიდი რუმინელი?

_ დიდი ქართველი?

_ დიდი კაცი!

სიტყვა _ ულეველი,

აზრი _ მმართველი,

მადლი, ღვაწლი.

დღეს მე შენ გიცქერ,

ანთიმოზ, `ანტიმ~

(შინაურულად იქნებ _ ანდრია),

დღეს გამისხივე მე გულის სანთლით

საწუთისოფლოს რაც მინატრია.

აი, შენ გიცქერ,

ამ ტაძრის კედელს

ამაღლებს შენი შუბლის ნათელი,

რუმინელისთვის მისი ხარ, _ წმიდა,

ჩემთვის ჩემი ხარ, _ ბრძენი ქართველი.

 

1988

??????