ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

აფხაზეთის ომი 

იტყვიან:
რად ჰქნეს ომი ისეთი,
არავინ იცის ამის მიზეზი,
ვინ არ იჯავრა, ვინ არ ინანა,
რაც რამედ ღირდა, 
დარჩა იავარ
და სიძულვილის ულევი ღელვა.
გამარჯვებული არავინაა!
დამარცხებული? _ კი,
არის, _
ყველა.
30.VII


 

1993

??????