ახლა გამოჩნდა...
ახლა გამოჩნდა
ვინ ვისთან არის,
ვინ საით ილტვის,
ვის რა აღელვებს...
სულ მალე ერის მძლე სამართალი
დაახარისხებს ახალ სახელებს.
ხალხს მოსწონს იგი,
ვინაც ბევრს ხედავს
და არა იგი, ვინაც ბევრს ბედავს.
1990