გადათოვლილო ტყემლებო...
გადათოვლილო ტყემლებო, აპრილით გადათოვლილო, შორიდან შემოგევლები, ყანაო, მამის მოვლილო. ამ გაზაფხულზე ზღვაშია ჩემი ყანაც და ხეხილიც, ხშირად გავალ და გავივლი ტიალ გემბანზე გლეხივით. იების თქეში მწყურია, კორდზე _ კვიცების ჭენება... სხეულში ჩამაწურვინა ბუნების მთელი მშვენება!.. 1974 |
|