ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

გამოვადაროთ მშობლიურ ცის... 

გამოვადაროთ მშობლიურ ცის

დანისლულობა,

საქრისტიანოვ, თქვი: _ ჩემია სამუსლიმანოც;

აბა, რა ვუყოთ ამ სისხლს,

ენას, გულთა სინათლეს,

რომ ჩვენებურად, დამდაგველად

ერთურთს ვუღიმით?!

ასე ვიყავით ჩვენ ხომ

ყოველ რელიგიამდე, _

ერთი სიმღერით, ერთი ბრძოლით,

ერთი დუღილით?!

 

1991

??????