გატენილია გული ტკივილით...
გატენილია გული ტკივილით,დრო მეწყერია, ცრუ და ირიბი,ლექსი, ცხინვალთან დაღვრილ სისხლივით,ტუჩზე მწყდება და მკერდზე მიმირბის.კვლავ დაგიმალე ჩივილი, კვნესა,კვლავ უთქმელობის ვიდებ ბორკილებს...ღმერთო, მამულის მუდარა მესმისთუ ეს _ დაჭრილი ბავშვი მომკივის?1991