გვახსოვდეს უნდა, ძვირფასო ზურაბ...
გვახსოვდეს უნდა, ძვირფასო ზურაბ, _
დრო დროა, მიწა კი ჩვენით ბრუნავს.
იცვლება ჟამი, იცვლება წყობა,
უცვლელი რჩება კაცობა, ძმობა.
ვიცით, _ ჩვენს ნარბენ ღელე-ღურდნებში
ჩვენ ხელმეორედ ვერ დავბრუნდებით.
ვინ მოგვერევა, თუნდაც გვეომონ,
თუ გვეყვარება ერთიმეორე.
სულ რომ გვჭირია მოკეთე, მოძმე,
თვით ჩვენი ყოფნა გვყავს ამის მოწმედ.
1986