Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

გზა-კვალი 

მთაში წყარო დაიბადა

პაწაწინა,

წყარო კორდმა ლურჯ კალთაში

ჩაიწვინა.

წყაროს სურდა საკუთარი

გზის გაკვლევა,

ბალახებში თვალი ფრთხილად

აკამკამა.

დაინახა იქვე მრავლად

რუ-ღარები,

თქვა არ მინდა, სხვის გაკვალულს

არ გავყვები.

კენჭთა შორის, ფესვთა შორის,

ღერთა შორის

თითო ყლუპად შესვან ჩემი

თითო თქორი.

დავიღლები, დავიკლებ თუ

დავიღვრები,

სჯობს, სიცოცხლე გავიგრძელო

ხამი გზებით.

გავიკვალო, მზეს ვეჩვენო

დაწმენდილი,

არ მენახოს მოსვენება,

დღე ადვილი.

და გამივლის ყველა

წყენა-იარები,

ვივლი ასე სახელიან

მდინარემდი.

დავშრე უმალ, თუ ეს ჟინი

შემიმცირდა, _

მთას გავავლო კვალი ჩემი

ერთი ციდა.

 

1971

??????