გოგლაური
სადღეგრძელო _ გოგლაური
დაგვიტოვა ლეონიძემ,
გვითხრა: ახლა და ყოველთვის,
სამარეშიც მე რომ ვიწვე,
საქართველოს ახალშობილ
შვილს ლოცავდეთ გოგლაურად,
ეს იცოდეს ჩვენში ყველამ,
სტუმარმაც და მოგზაურმაც.
საქართველოს ახალშობილთ
კვლავ დავლოცავთ გოგლაურად,
პაპა იტყვის: ძირო-ჩვილო,
სიტყვას ფარად მოგაბურავ,
იზრდებოდე, პატრონობდე,
ამ ბარსა და მთის წვეროებს,
შენი აკვნის დარწევაზე,
დედამიწა ირწეოდეს.
1975