ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

გულო-აღას 

რას ვეტყვი ახლა მე უკეთესს,

ღირებულს, ახალს?!

კაიკაციშვილს, გულო-აღას,

კაიკაცს, მაღალს,

დღესაც რომ გულებს სიტყვა მისი

დაგავს და დაღავს.

თავს დავილოცავ, _ გვიფარავდეს

სიწმინდე იმის,

გულოს გულივით ვემალამოთ

მამულის ტკივილს.

საქართველოსთვის გვეერთგულოს

ალალად, საღად,

როგორც უნდოდა გულო-აღას,

ერისკაცს მაღალს!

 

1990

??????