ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ერთი რამ ვიცი... 

ერთი რამ ვიცი, _ ჩვენ ჩვენი ღმერთი
გვათვალიერებს ჯვარიმინდვრიდან.
რაც ებიჯგინა ცას მინარეთი
ამ ლაჟვარდებმა ცრემლი იდინა.

მაინც, _ წელია ორი ათასი,
ამ ხევებს, ყოველ დილაადრიან,
პირველწოდებულ რწმენის თავაზით
მოინახულებს წმიდა ანდრია.
ყრმის მოსანათლი ჩამოჩქეფს ცვარი
აკავრეთასი, ჭვანისწყალისა,
ხულოს კვლავ დადგა ქედზე ტაძარი
და ვარჯანისმა თქვა _ ვარ ჯვარისა.

მაგრამ ქვითინი, გინდა ჯვრისჭერა,
გინდ სადღეგრძელო ლამაზად თქმული,
ნუთუ გაუხსნის გზას ბედისწერას,
რომ დაუბრუნოს გულს დაკარგული?
 

1999

??????