ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ვიცი, ყოველთვის ლექსი იყო სიბრძნის ძიება... 

ვიცი, ყოველთვის ლექსი იყო სიბრძნის ძიება,

ვიცი, რა განძიც გვაძენინა

ნიჭმა ძლიერმა.

შოთა, გოეთე, ბაირონი თუ ლოთი ომარ,

ათასწლეულში ალბათ ერთიც

კი ვეღარ მოვა.

მაგრამ, ჩვენ, ვინაც

ცოდვის მთესველთ გადავეყარეთ,

ჩვენ, ვისაც ციხის არასოდეს

გვიღებდნენ კარებს,

თუმცა პარნასზე არ ავუშვით ერთიმეორე,

გაჭირვებულნი გაჭირვებას

მაინც ვეომეთ.

 

1990

??????